დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია! - ქეთი დოლიძე
კინორეჟისორი ქეთი დოლიძე მიიჩნევს, რომ ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
დათო დოიაშვილის განთავისუფლება
არასწორია!
არასწორი!, - წერს ქეთი დოლიძე.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.