"ჩვენი მხარდაჭერა დავით დოიაშვილს! ეს ბრძოლა საერთო ბრძოლაა" - "თეატრი სახელოსნო 42"
"თეატრი სახელოსნო 42" დავით დოიაშვილსა და "ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრს" სოლიდარობას უცხადებს.
"დავით დოიაშვილის გაუმართლებელი გათავისუფლება არ ეხება მხოლოდ ერთ თეატრს — ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვისაც სჯერა თავისუფალი ხელოვნების და გამოხატვის ძალის" - წერია განცხადებაში, რომელსაც "თეატრი სახელოსნო 42" სოციალურ ქსელში ავრცელებს.
თეატრი სახელოსნო 42 სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილს და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასს. დავით დოიაშვილის გაუმართლებელი გათავისუფლება არ ეხება მხოლოდ ერთ თეატრს — ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვისაც სჯერა თავისუფალი ხელოვნების და გამოხატვის ძალის. თეატრი არ დუმს. ჩვენი ხმა — ჩვენი პოზიციაა. ჩვენი მხარდაჭერა დავით დოიაშვილს! ეს ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა." - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.