"ხელოვნება არ ისჯება" - დუტა სხირტლაძე ახალ თეატრში მივიდა

16.04.25 23:52
"ხელოვნება არ ისჯება" - დუტა სხირტლაძე ახალ თეატრში მივიდა

დავით დოიაშვილისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან დუტა სხრიტლაძე მივიდა.

მსახიობი "პირველებთან" ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიერ დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება მისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. 

"ხელოვნება არ ისჯება. ეს იქნება მარტივი სათქმელი, რისთვისაც აქ ვართ შეკრებილი" - აცხადებს დუტა სხრიტლაძე. 

მოულოდნელი ამბავი იყო ჩემთვის და საერთოდ ყველასთვის. გაოგნებული დავრჩით. თეატრიდან, პრემიერიდან მოვდივართ და ვერ ვხდები რა ხდება. ვერაფერს ვერ გვეუბნებიან. არ ისჯება, ხელოვნებას ვერ დასჯი, რანაირად უნდა დასაჯო ხელოვნება. ხელოვნება არ ისჯება. ეს იქნება მარტივი სათქმელი, რისთვისაც აქ ვართ შეკრებილი", - ამბობს დუტა სხირტლაძე.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო. 

შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.

მსგავსი სიახლეები