"ამ თეატრის დასი დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ!" - ახალი თეატრის დასის საგანგებო განცხადება

16.04.25 23:47
"ამ თეატრის დასი დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ!" - ახალი თეატრის დასის საგანგებო განცხადება

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი საგანგებო განცხადებას აკეთებს - ხელოვანები ამბობენ, რომ "არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას" ემიჯნებიან და აანონსებენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რაც თეატრში დავით დოიაშვილის დარჩენას განაპირობებს. 

"ჩვენ დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე წინსვლას და განვითარებას ვერ ვხედავთ. ამ თეატრის დასი დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ!" - აცხადებენ ახალი თეატრის შენობასთან შეკრებილი ხელოვანები. 

დღეს არალეგიტიმურმა კულტურის სამინისტრომ ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა დავით დოიაშვილი, რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რის წინაშეც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვდგავართ. დავით დოიაშვილზე თავდასხმა არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე. ეს არის დასჯა სოლიარობისთვის, თავისუფალი აზრისთვის და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს.

ჩვენ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრის დასი, რომლის წევრიც ამჟამად უსამართლო ტყვეობაშია, წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ვხედავთ. არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი დავით დოაიშილს არ ვუშვებთ. ვდგავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე", - განაცხადეს ხელოვანებმა. 

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო. 

შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.

ფოტო: პუბლიკა

მსგავსი სიახლეები