ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - დავით ბეშიტაიშვილი დოიაშვილის გათავისუფლებაზე
ივანიშვილის რეჟიმის მიერ "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.
დავით ბეშიტაიშვილი, რომელიც ამ წუთებში ახალ თეატრთან იმყოფება და მის ხელმძღვანელს სოლიდარობას უცხადებს, "პირველებთან" ამბობს, რომ თინათინ რუხაძის უწყების გადაწყვეტელიება უკანონოა.
რა უკანონობაც დააკანონეს, იმას აგრძელებენ. იმ კანონებით ჭრიან და კერავენ აბსოლუტურად ყველაფერს. ეს ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უკანონო. ამ ქვეყანაში ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს. საბოლოოდ უფრო დიდი პრიზმიდან თუ შევხედავთ, რაც პუტინს უხარია, ის ხდება. თავისუფალი სიტყვა კვდება. ყოველთვის ხალხშია ძალა, ხალხი წყვეტს საბოლოოდ ყველაფერს", - ამბობს დავით ბეშიტაიშვილი.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.