"ვისჯებით იმის გამო, რომ ვიცით, რა ძალა აქვს ხელოვნებას" - გიორგი თორაძე

17.04.25 00:12
"ვისჯებით იმის გამო, რომ ვიცით, რა ძალა აქვს ხელოვნებას" - გიორგი თორაძე

"ვისჯებით იმის გამო, რომ ვიცით, რა ძალა აქვს ხელოვნებას" - ასე აფასებს ხელოვანი გიორგი თორაძე "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას.

კულტურის სფეროს წარმომადგენელი "პირველებთან" ამბობს, რომ დავით დოიაშვილი რეჟიმის სამიზნე სწორედ იმიტომ გახდა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ის სოლიდარობის ერთგვარი სიმბოლო იყო.

დავით დოიაშვილი ამ პერიოდის განმავლობაში იყო სოლიდარობის ერთგვარი სიმბოლო. შესაბამისად დოიც და ჩვენც ასე ვისჯებით იმის გამო, რომ ჩვენ ვიცით სოლიდარობა, ჩვენ ვიცით სიყვარული და ვიცით, რას ნიშნავს ხელოვნება და რა ძალა აქვს მას. სამწუხაროდ, ჩვენ შეგვეხო  რეპრესიები, რომელიც მგონია, რომ თავის შედეგს გამოიღებს. ვნახოთ, ისტორია, როგორ შეაფასებს ამ მოვლენებს", - ამბობს გიორგი თორაძე.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო. 

შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.