ჩიკვაიძის დედა სასამართლოზე: ეს შენობა იუდას სახლია

17.04.25 12:11
ჩიკვაიძის დედა სასამართლოზე: ეს შენობა იუდას სახლია

 

 

"სასამართლოს შენობა, სადაც ჩემს შვილს ასამართლებენ, იუდას სახლია" - ამის შესახებ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედამ პროცესის დაწყებამდე განაცხადა. 

ეკა წერეთრლი მოსამართლე იზა კელენჯერიძეს მიმართავს და ამბობს, რომ სწორედ მისი გადაწყვეტილების შემდეგ გაუარესდა გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდფომარეობა. 

"პირველებთან" ინტერვიუში ჩიკვაიძის დედა ამბობს, რომ ყველა მოსამართლე, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს ისეთივე მოღალლატეა, როგორც იუდა. 

დღეს დიდი ხუთშაბათია, დღეს იუდა ამხილეს. მე ვფიქრობ, რომ  ეს სასამართლო შენობა არის იუდას სახლი, იმიტომ, რომ ყველა ის მოსამართლე, რომელიც იღებს აი ამ გადაწყვეტილებებს, ყველა მოღალატეა, როგროც იუდა, იმიტომ, რომ მათ შემდეგ ადამიანებს სჯიან, აწამებენ და ა.შ. დღეს მე მინდა ვნახო კიდევ ერთი ასეთი მოღალატის სახე, როგორიც არის იზა კელენჯერიძე, რომლის გადაწყვეტილების, უკანონო გადაწყვეტილების გამო ჩემი შვილი დღეს ფაქტობრივად "ინვალიდია" - აღნიშნავს წერეთელი. 

ჩიკვაიძის დედა მიიჩნევს, რომ მისი შვილი რუსული სპეცსამსახურების და პირადად ივანიშვილის ტყვეა, თუმცა ამბობს, რომ ის აგრძელებს ბრძოლას, მხნედ არის და ელოდება შვილთან შეხვედრას.

მე ველოდები ჩემს შვილს. ვიცი, რომ ის არის მხნედ და ველოდები, რომ მას მოიყვანენ, მაგრამ ვიცი, რომ მასზე ხდება ზეწოლა და ამ ზეწოლაში ძალიან არიან ჩართულები რუსეთის სპეცსამსახურები. მე მიმაჩნია, რომ დღეს ჩემი შვილი რუსეთის სპეცსამსახურების და პირადად ბიძინა ივანიშვილის ტყვეა, პოლიტიკური ტყვე, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, დღეს დიდი ხუთშბათია - გიორგი ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადგილიდან მიღბულ კადრებში ჩანს, რომ პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა, სასამართლოში ეტლით მიიყვანეს. 

ეს არის ჩიკვაიძის პირველი გამოჩენა საჯაროდ, მას შემდეგ რაც ბიზნესმენს ხელბორკილები პირდაპირ საამართლოში დაადეს და ციხეში გადაიყვანეს. 

ჩიკვაიძემ შიმშილობა სწორედ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასასწრების მიზნით შეწყვიტა, ამიტომ არსებობს, მოლოდინი, რომ ბრალდებული ხმაურიანი განცხადების გაკეთებას გეგმავს.