კობახიძეს ეშინია, საერთოდ როგორ სძინავს ღამე - სინდისის პატიმრის დედა
ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, რომ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთაველის გამზირის ნაცვლად, თბილისის სხვა უბანში გაიმართოს, სინდისის პარიმრების დედები "შიშს" უკავშირებენ.
"კობახიძეს ეშინია, რომ პასუხს მოსთხოვენ იმაზე, რაც გაგვიკეთა" - თქვა ზვიად ცეცხლაძის დედამ.
ნარგიზ დავითაძის თქმით, კობახიძე განზრახ არიდებს თავს რუსთაველის გამზირზე ღონისძიების გამართვას, რადგან იცის, რომ იქ აქციის მონაწილეებთან შეხვედრა და მათ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.
26 მაისს უწყვეტი აქციის 150 -ე დღეა. ბევრი ვიქნებით იქ ქვეყნის მოსიყვარულე ხალხი და ალბათ, ვერ ბედავს, ალბათ ეშინია იმ სიტყვების, რასაც ეტყვიან და პასუხს მოთხოვენ იმაზე, რაც გაგვიკეთა, ეს ერთი წელი განსაკუთრებით, რა დღეშიც ჩაყარა ხალხი და ქვეყანა. ჩვენი შვილები გამოკეტა, როგოს სძინავს არ ვიცი - ამბობს ნარგიზ დავითაძე
ზვიად ცეცხლაძის დედა ამბობს იმასაც, რომ სურს კობახიძესთან პირადად შეხვედრა და პასუხების მოსმენა იმ კითხვებზე, რომლებიც მასთან აქვს, თუმცა ეს უკანასკნელი არ ხვდება:
მე პირადად ძალიან მინდა კობახიძე შემხვდეს, ნეტავ მოვიდოდეს, ბევრი კითხვა მაქვს მისთვის დასასმელი და მინდა, რომ მიპასუხოს ამ კითხვებზე - ზვიად ცეცხლაძის დედა, ნარგიზი დავითაძე.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 26 მაისს საგამოფენო სივრცე რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ორბელიანზე და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა.