ჟურნალისტი საბა სორდია 2 500 ლარით დააჯარიმეს
სასამართლომ გამოცემა "ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია 2 500 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გადაწყვეტილება ისე გამოაცხადა, რომ სხდომაზე ჟურნალისტი შესულიც არ იყო.
ჟურნალისტი მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
სამწუხაროდ, 2 მოწმის ცრუ ჩვენებას დაეყრდნო და აბსურდულ საქმეზე გამამტყუნა. 48 საათით ტყუილად დამიჭირეს და ახლა ტყუილად დამაჯარიმეს. გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ შემდეგ ინსტანციებში” - განაცხადა საბა სორდიამ.
საბა სორდია 6 აპრილს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიცია მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
- ჟურნალისტი იხსენებს, რომ დაკავებამდე პოლიციამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩვენება მოსთხოვა. მოთხოვნის შესრულების შემდეგ, შსს-ის წარმომადგენლებმა გამოცემა "ინდიგოს" კორესპოდენტს ჩანთის გახსნაც მოსთხოვეს, რასაც საბა დაემორჩილა, თუმცა შელაპარაკება მოჰყვა პოლიციის მიერ ჩანთის კიდევ ერთი ჯიბის გახსნის მცდელობას, რასაც დაკავცება მოჰყვა.
ჟურნალისტი 48 საათის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.