ჩხუბი და სროლა მარნეულში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

17.04.25 13:20
ჩხუბი და სროლა მარნეულში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

"პირველებმა" მარნეულში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები გაარკვია - როგორც "ტვ პირველს" თვითმხილველები უყვებიან, ჩხუბი პოლიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორან "თეთრ სახლში" დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. 

ადგილობრივებმა ღამის 22:00 საათზე 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. 

არსებული ინფორმაციით, რესტორანში პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი კოლეგებთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავდა და ჰაერშიც მათ გაისროლეს, რასაც "თეთრ სახლში" მყოფი მერიის თანამშრომლების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

ადგილზე ჩასულ "პირველების" ჯგუფს, მარნეულში უყვებიან იმასაც, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორანი მერიის ერთ-ერთ თანამშრომლის ოჯახს ეკუთვნის. 

"თეთრი სახლის" მიმდებარედ მცხოვრებლები ამბობენ, რომ სროლის ხმის გამო ისინი გარეთ ვერ გამოდიოდნენ. 

"ტვ პირველი" მარნეუილის მთვარ სამმართველოში იმყოფებოდა, თუმცა ისინი მედიის კითხვებს არ პასუხობენ. 

შინაგან საქმეთა სამინიტროს მომხდარზე განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. 
 

მსგავსი სიახლეები