საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build გაიმართება

17.04.25 14:21
 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა   Caucasus Build გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, თბილისში სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა — Caucasus Build, გაიმართება.

გამოფენის მიზანი სამშენებლო ინდუსტრიის განვითარება, დარგში მომუშავე კომპანიებს შორის გამოცდილების გაზიარება და სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა თუ სერვისების გაცნობაა.

Caucasus Build ექსპოჯორჯიას ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, რომელიც უკვე 30 წელია აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონისთვის იმართება. ღონისძიებას წელს 25-27 აპრილს, ექსპო ჯორჯიას მე-11, მე-6, მე-5 და მე-4 პავილიონები და გარე სივრცე უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამშენებლო და სარემონტო მასალების დიდი არჩევანი და სპეციალური შეთავაზებები, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიების მხრიდან.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ სამშენებლო ტექნიკისა და დანადგარების, სარემონტო და სამშენებლო მასალების, ელექტრო სისტემებისა თუ აუზების მწარმოებელი კომპანიები. ჯამში, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 120-ზე მეტი კომპანია.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება თემატური ღონისძიებები, ვორკშოპები და პანელური დისკუსიები. მონაწილეები უახლეს პროდუქციასა და დარგის ინოვაციებს გაეცნობიან.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს ან ღონისძიების გვერდს Facebook-ზე.

აღსანიშნავიარომ საქართველოს ბანკი ღონისძიებას მხარს უჭერს ბიზნეს 360°-ის ფარგლებშიბიზნეს 360° პლატფორმაარომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებსრასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტებიგანვითარებაზე ორიენტირებული პროგრამებიშეთავაზებებიღონისძიებებისექტორული კვლევები თუ სხვა.

NS

მსგავსი სიახლეები