მსახიობების პასუხი რეპრესიებს - კულტურის სამინისტროსთან აქცია იმართება, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

17.04.25 15:39
მსახიობების პასუხი რეპრესიებს - კულტურის სამინისტროსთან აქცია იმართება, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

კულტურის სამინისტროსთან მსახიობების აქცია მიმდინარეობს - თიკა რუხაძის უწყება პროტესტის ეპიცენტრი მას შემდეგ გახდა, რაც მან ახალი თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის გათავისუფლებას ხელი მოაწერა.

"სოლიდარობა დათო დოიაშვილის, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. რაც შეეხება სამინისტროსთან არსებულ სურათს, ადგილზე საპატრულო პოლიციის მობილიზებაა. 

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო. 

შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.

 

მსგავსი სიახლეები