მსახიობების პასუხი კახა კალაძეს
მსახიობები კახა კალაძის განცხადებას პაუსხობენ და "ოცნების" ლიდერს ეუბენბიან, რომ დავით დოიაშვილი პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს.
როგორც მსახიობი ირაკლი კვირიკაძე "პირველებთან" ამბობს, კალაძის მხრიდან ამგვარი განცხადების გაკეთება იყო საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება.
დათო დოიაშვილი თავისი საქმის ერთგული რჩება და ეს ტყუილი, რომ აქედან რამე საქმე შეკერონ, არის უსუსური ქმედება - ამბობს კვირიკაძე.
ეს არის მისი ტუტუცი ამომრჩევლისთვის მოტყუებული რაღაც. ამომრჩეველს ამით აჯერებს, რომ ადამიანს არ შეიძ₾ება ჰქონდეს პრინციპები და თუ მოქმედებს, აუცილებლად რღაცისთვის მოქმედებს, ან პოზიციისთვის, ან ფულისთვის, ან რაღაცისთის. არამგონია ეს ვინმემ დაიოჯეროს. დათო დოიაშვილი არ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას. ის თავისი საქმის ერთგული რჩება და ეს ტყუილი, რომ აქედან რამე საქმე შეკერონ, არის უსუსური ქმედება", - ამბობს ირაკლი კვირიკაძე.
კალაძემ დღეს თქვა: "რასაც ვუყურებ ბოლო თვეების განმავლობაში, თუ დოიაშვილს პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას... თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედო კონკრეტულ მიმართულებას"
- ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
დოიაშვილი და მთელი მისი დასი რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად აქციებს თვეებია მართავს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.