"ჩემთვის ახალი თეატრი დაიწყო დოისთან ერთად და თუ დასრულდება, დასრულდება მასთან ერთად" - გივიკო ბარათაშვილი
მსახიობები გათავისუფლებულ სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით დოიაშვილს სრულ სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ახალ ხელმძღვანელს, ვინც არ უნდა იყოს ის, სრულ დაუმორჩილებლობას გამოუცხადებენ.
მსახიობ გივიკო ბარათაშვილის თქმით, ახლა თითოეული დასის წევრის ვალია, რომ დავით დოიაშვილსი ერთგული დარჩეს.
"ჩემთვის ახალი თეატრი დაიწყო დოისთან ერთად და თუ დასრულდება, დასრულდება მასთან ერთად" - ამბობს გივიკო ბარათაშვილი.
ჩემთვის პირადად ახალი თეატრი წარმოუდგენელა დოის გარეშე. ეს ნიშნავს იმას, რომ ან ვიქნები ამ თეატრში დოისთან ერთად ან სხვა ნებისმიერი სამხატვრო ხელმძღვანელის თუ მმართველის პირობებში მე ვიქნები აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მასთან და არ დავემორჩლები. არ დავემორჩილები ამ გადაწყვეტილებას. საბოლოო ჯამში ან ჩემით მომიწევს თეატრიდან წამოსვლა ან ძალით გამომშვებენ. ჩვენი ვალია, რომ დღეს ვიყოთ ამ ადამიანის ერთგული, იმიტომ, რომ მე ამ ადამიანმა მიმიყვანა ამ თეატრში. ჩემთვის ახალი თეატრის დაიწყო დოისთან ერთად და თუ დასრულდება, დასრულდება მასთან ერთად", - ამბობს გივიკო ბარათაშვილი.
- ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
დოიაშვილი და მთელი მისი დასი რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად აქციებს თვეებია მართავს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.