გამოდით და დაგველაპარაკეთ! - მსახიობების მიმართვა თიკა რუხაძეს

17.04.25 16:14
გამოდით და დაგველაპარაკეთ! - მსახიობების მიმართვა თიკა რუხაძეს

კულტურის სამინისტროსთან ხელოვანების აქცია მიმდინარეობს - ცოტა ხნის წინ ნანკა კალატოზიშვილმა მეგაფონიდან მიმართა თიკა რუხაძეს,

ჩამოდით და დაგველაპარაკეთა, ან მიგვიღეთ - უთხრა მსახიობმა ე.წ. მინისტრს, რომელმაც გუშინ დავით დოიაშვილის გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი. 

მსახიობები ამბობენ, რომ ახალი თეატრი არის დოიაშვილი.

"შევხდებით თეატრში დოისთან და ანდროსთან ერთად", - ამბობს კალატოზიშვილი

თიკა რუხაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის უსაართლო და იმის გამბედაობაც არ ჰყოფნის, გამოვიდეს და დაგველაპარაკოს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ თიკა რუხაძე გამოვიდეს ან ჩვენ მიგვიღოს და დაგველაპარაკოს. ავუხსნით უფრო ნათლად, რამდენად უსამართლოა მისი ქმედება, მიუხედავად იმისა, რომ მან ეს იცის. ახალი თეატრი არის დოიაშვილი, ახალი თეატრის გარეშე დოიაშვილი არ არსებობს და არც იარსებებს. ჩვენ ვრჩებით დოისთან და შევხდებით თეატრში დოისთან და ანდროსთან ერთად", - თქვა ნანკა კალატოზიშვილმა. 

  • ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

დოიაშვილი და მთელი მისი დასი რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად აქციებს თვეებია მართავს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. 

 

მსგავსი სიახლეები