სწორ პოზიციაზე მდგომი ადამიანების მარიონეტებით ჩანაცვლება მოსალოდნელი იყო - ნინო ხარატიშვილი

17.04.25 16:28
სწორ პოზიციაზე მდგომი ადამიანების მარიონეტებით ჩანაცვლება მოსალოდნელი იყო - ნინო ხარატიშვილი

ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი იმ ხელოვანებთან ერთად დგას კულტურის სამინისტროს წინ, ვინც დავით დოიაშვილის უკანონო გათავისუფლებას აპროტესტებს.

ხარატიშვილს იმის მოლოდინი არ აქვს, რომ თიკა რუხაძე ხელოვანებთან საუბარს გაბედავს. მწერალს არც ის დოიაშვილის გათავისუფლება გაკვირვებია - "სწორ პოზიციაზე მდგომი ადამიანების მარიონეტებით ჩანაცვლება მოსალოდნელი იყო>

ხარატიშვილი ამბობს, რომ ხელოვნება დაკვეთით არ არსებობს და მას ვერავინ დაიმორჩილებს.

ხელოვნებას ვერ დაიმორჩილებს ვერავინ, ის დამოუკიდებელია, არ არსებობს დაკვეთით და ვერავინ დაიმორჩილებს. ძალიან საწყენია, თუმცა მოსალოდნელი იყო - სწორ პოზიციაზე მდგომი ადამიანების გათავისუფლება და მათი მარიონეტებით ჩანაცვლება. ესეც ნუ ხელწერაა, გავიგეთ, მაგრამ მთავარია ჩვენ ჩვენი პოზიცია და ბრძოლა გავაგრძელოთ რამდენად დამღლელიც არ უნდა იყოს ეს. 

ძალიან დიდი დაბრკოლებებია - ფაქტის წინაშე ვდგავართ სინდისის, ნამუსის, ფასეულობების ძალიან დიდი დისონანსია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავხდეთ უმრავლესობა და გავხდეთ უფრო მეტი", - განაცხადა ნინო ხარატიშვილმა. 

  • ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

დოიაშვილი და მთელი მისი დასი რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად აქციებს თვეებია მართავს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.