დოი არის სიმბოლო, რა ემუქრება თითოეულ ადამიანს, რომელიც ამათი დაწერილი სახელმძღვანელოთი არ ხელმძღვანელობს - თავაძე

დოი არის სიმბოლო, რა ემუქრება თითოეულ ადამიანს, რომელიც ამათი დაწერილი სახელმძღვანელოთი არ ხელმძღვანელობს - ამის შესახებ რეჟისორმა დათა თავაძემ კულტურის სამინისტროსთან აქციაზე განაცხადა და თიკა რუხაძეს მათთან შეხედრისკენ მოუწოდა.
სამინისტროს წინ აქციის მონაწილეების დავით დოიაშვილის უკანონო გათავისუფლებას აპროტესტებენ და სკანდირებენ -"სოლიდარობა დოის".
თავაძის თქმით, ახალი თეატრი არის მაგალითი და სიმბოლო, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო თეატრი.
ან ჩამობრძანდნენ აქ და პასუხი გასცენ ამ რეალობას, რომელსაც ხელი მოაწერეს და ნამდვილი, გაუყალბებელი არგუმენტები მოისმინონ და არა ის, მათი შუამავლები რომ ჰყავთ ჩვენსა და მათ შორის, ეს გაყიდული ხალხი, ეს გაყიდული ხელოვანები, რომლებიც უყვებიან ტყუილებს და თავს იტყუებენ, თითქოს პროცესი შეჩერებული იყო. თუ სადმე პროცესი შეჩერებულია, ეს ამ შენობაშია. ამ შენობაშია შეჩერებული პროცესი და იმ შენობებში, რომლებიც ემსახურებიან არა სახელმწიფოს, არამედ არალეგიტრიმურ ხელისუფლებას და რეჟიმს. ახალი თეატრი არის მაგალითი და სიმბოლო, თუ როგორი უნდა იყოს სახელწმიფო თეატრი. დოი ამ შემთხვევაში არის სიმბოლო, რა ემუქრება თითოეულ ადამიანს ამ ქვეყანში, რომელიც ამათი დაწერილი სახელძღვანელოთი არ ხელმძღვანელობს", - ამბობს დათა თავაძე.