სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა თიკა რუხაძესთან შეხვედრას ითხოვს

17.04.25 17:16
სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა თიკა რუხაძესთან შეხვედრას ითხოვს

სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა თიკა რუხაძესთან შეხვედრას ითხოვს. ანდრო იმ თეატრის დასის წევრია, რომლის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის გათავისუფლების ბრძანებას გუშინ ხელი თიკა რუხაძემ მოაწერა. 

რეჟიმის ტყვის დედას რუხაძისგან აინტერესებს, რატომ გათავისუფლდა დავით დოიაშვილი "ახალი თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან.

გადაეცით, რომ ვარ ანდრო ჭიჭინაძის დედა და შემიშვან. დედა ვარ "- უთხრა პოლციელებს ლიკა გუნცაძემ. 

სამინისტროს წინ აქციის მონაწილეების დავით დოიაშვილის უკანონო გათავისუფლებას აპროტესტებენ და სკანდირებენ -"სოლიდარობა დოის".

  • ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

დოიაშვილი და მთელი მისი დასი რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად აქციებს თვეებია მართავს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები