"დოის ადგილას თუ რომელიმე მსახიობმა გაბედა მისვლა, საკუთარი ხელით გააკეთებინებენ ხარაკირს" - ხელოვანების აქცია სამინისტროსთან

17.04.25 17:42
"დოის ადგილას თუ რომელიმე მსახიობმა გაბედა მისვლა, საკუთარი ხელით გააკეთებინებენ ხარაკირს" - ხელოვანების აქცია სამინისტროსთან

 

 

კულტურის სამინისტროსთან ხელოვანების აქცია მიმდინარეობს. ისინი დავით დოიაშვილის გათავისუფლებას აპროტესტებენ და თიკა რუხაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

"დოის ადგილას თუ რომელიმე მსახიობმა გაბედა მისვლა, საკუთარი ხელით გააკეთებინებენ ხარაკირს" - აცხადებს ირაკლი აფაქიძე.

ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არის ცოტა სასაცილო. ვთქვათ, ხელი მოაწერა მინისტრმა და დოი გაათავისუფლა თეატრიდან, ეს როგორ უნდა ასრულდეს, ძალიან მაინტერესებს.  აი ამ ქალბატონმა, რომელიც მინისტრია ახლა, არ იცის, რა არის თეატრი, რომ თეატრი არის ცოცხალი ორგანიზმი.  მითუმეტეს ეს თეატრი, რომელიც დოიმ თვითონ შექმნა, ეს მისი შვილია. ეს მსახიობები, თუ ვინმემ მართლა გაბედა აქ მოსვლა, მე ეჭვი მეპარება, მაგრამ თუ ვინმემ მართლა გაბედა აქ მოსვლა, საკუთარი ხელით გააკეთებინებენ ხარაკირს და წვეთ-წვეთად გამოწურავენ სისხლს", - ამბობს მსახიობი.

  • ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

დოიაშვილი და მთელი მისი დასი რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად აქციებს თვეებია მართავს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.