სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის: აღდგომის ღამეს ვხვდებით ერთად!

17.04.25 17:37
სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის: აღდგომის ღამეს ვხვდებით ერთად!

სინდისის პატიმრების მშობლები პროევროპული აქციების სხვა მონაწილეებთან ერთად აღდგომას რუსთაველის გამზირზე შეზვდებიან. 

მოძრაობა სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის მიერ გავეცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი შეკრებას პარლამენტის წინ, 19 აპრილს, 23:00 საათიდან დაიწყებენ: 

აღდგომა იმედის, უკეთესი მომავლისა და ერთმანეთის დაფასების დღესასწაულია. ეს არის დღე, როდესაც ბოროტება მარცხდება სიკეთესთან და სიმართლე იმარჯვებს სიცრუესა და სირცხვილზე. ამიტომაც აქვს სულ სხვა ხიბლი აღდგომის დღესასწაულის ოჯახთან ერთად გატარებას. ამ დღეს ცოცხლებიცა და მკვდრებიც ერთად ვზეიმობთ სიკვდილით სიკვდილის დათრგუნვას და სიცოცხლის გამარჯვებას.
წელს ჩვენ სხვანაირი აღდგომა გვაქვს, ჩვენი შვილები, ძმები, ქმრები, მეგობრები ციხეში სხედან.

უსამართლობას ჩვენ შორის ქვის გალავანი და რკინის გისოსები აღუმართავს. სწორედ ამიტომ, გვინდა, წელს თქვენთან, ამ ქვეყნის ერთგულ პატრიოტებთან, უკეთესი მომავლის მცველებთან, საქართველოს სიცოცხლისთვის მებრძოლებთან ერთად შევხვდეთ აღდგომას. წელს თქვენ იქნებით ჩვენი შვილები. წელს თქვენ იქნებით ჩვენი ოჯახი.

19 აპრილს გადის ერთი წელი, რაც სტუდენტებმა, ზვიად ცეცხლაძის ორგანიზებით, ააფრიალეს ბრძოლის ეროვნული დროშა და გმირთა მემორიალთან დადეს ფიცი, რომ არ გაჩერდებოდნენ, სანამ ქვეყანა არ გაიმარჯვებდა.

19 აპრილს, 19:00-ზე ისინი კვლავ გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით მოვლენ პარლამენტთან. 23:00-დან კი ერთად შევხვდებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
გელოდებით, ბოლომდე!"- წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები