ისინი ერთი დღით ცხოვრობენ, მაგრამ ყველას ეცოდინება, როგორი გარეწრები იყვნენ - ნანკა კალატოზიშვილი
ნანკა კალატოზიშვილი ამბობს, რომ მათ სახელებს, ვინც უკანონო დავალებებს ასრულებენ და ვინც დავით დოიაშვილი გაათავისუფლა "ახალი თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან, ისტორია აუცილებლად შეინახავს და ყველას ეცოდინება "როგორი გარეწრები იყვნენ".
კალატოზიშვილი ამბობს, რომ ის თეატრში დავით დოიაშვილის გარეშე არ დაბრუნებდა.
არავისთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, მე თეატრში დავბრუნდები დოისთან ერთად, დანარჩენი ახლა არ ვიცი, რაც უნდა ის გადაუწყვეტია თიკა რუხაძეს. ისინი ერთი დღით ცხოვრობენ, მაგრამ მათი სახელი იცხოვრებს მანამ, სანამ ისინი იქნებიან და ყოველთვის, ყველას ეცოდინება, როგორი გარეწრები იყვნენ", - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.
- ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
დოიაშვილი და მთელი მისი დასი რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად აქციებს თვეებია მართავს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.