ანდრო ჭიჭინაძე კობახიძეს: ის, რაც გააკეთე, ვინმე თუ გყავს კაცი გვერდზე ჰკითხე, მაგ საქციელს რა ჰქვია

17.04.25 18:46
ანდრო ჭიჭინაძე კობახიძეს: ის, რაც გააკეთე, ვინმე თუ გყავს კაცი გვერდზე ჰკითხე, მაგ საქციელს რა ჰქვია

სინდისის პატიმარი, ანდრო ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძეს პასუხობს.

"ის, რაც გააკეთე, ვინმე თუ გყავს კაცი გვერდზე ჰკითხე, მაგ საქციელს რა ჰქვია" - წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში მსახიობი და ეკითხება "პირისპირ თუ აღმოვჩნდებით, შეძლებ ჩემთვის იმავეს გამეორებას?"

  • შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ სამათავრობო ეთერში სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის შესახებ ისაუბრა. "ოცნების" პრემიერმა "ახალი თეატრის" დაკავებული მსახიობის ოჯახის წევრებზე გაამახვილა ყურადღება და განავითარა "ოცნების" პროპაგანდა, რომლის მიხედვითაც თითქოს, ადრო ჭიჭინაძე 2008 წელს რუსულ ფილმში თამაშობდა. ახსენა მსახიობის პოლიტიკოსი ნათესავი, ელენე ხოშტარია და თქვა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რუსული ხაზინიდან ფულს იღებს.

„რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს. გუშინდელ ინტერვიუში, სადაც ყველაფერი იკადრა, ჯერ თავდასხმაში დამადანაშაულა და მერე პირადად ჩემს ოჯახს შეეხო, რომელიც ყველა რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, მათ შორის წინა მთავრობის დროს. ჩემო ირაკლი, ის, რაც გააკეთე, ვინმე თუ გყავს კაცი გვერდზე ჰკითხე, მაგ საქციელს რა ჰქვია. პირისპირ თუ აღმოვჩნდებით, შეძლებ ჩემთვის იმავეს გამეორებას? არა მგონია“, - ნათქვამია წერილში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები