პოლიციელმა მირიან ქავთარაძემ სასამართლო შენობა შეძახილების ფონზე დატოვა
პოლიციელმა მირიან ქავთარაძემ, რომელიც საბა სხვიტარიძის პროცესზე დაზარალებული მოწმის სტატუსით იყო წარმოდგენილი, სასამართლო შენობა ხმაურის ფონზე დატოვა.
დარბაზიდან გამოსული პოლიციელი ე. წ. კორდონში გაატარეს და "მონას" შეძახილებით დაატოვებინეს შენობა.
ამის შემდეგ ბრალდებულის ახლობლებმა და გულშემატკივრებმა მირიან ქავთარაძე შეძახილების ფონზე გააცილეს, რასაც მანდატურებსა და სხდომაზე დამსწრე პირებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.