პოლიციელმა მირიან ქავთარაძემ დაადასტურა, რომ გამოიყურებოდა და იქცეოდა, როგორც ე.წ. ტიტუშკა - საბა სხვიტარიძის ადვოკატი

17.04.25 19:17
პოლიციელმა მირიან ქავთარაძემ დაადასტურა, რომ გამოიყურებოდა და იქცეოდა, როგორც ე.წ. ტიტუშკა - საბა სხვიტარიძის ადვოკატი

მირიან ქავთარაძემ დაადასტურა, რომ გამოიყურებოდა და იქცეოდა როგორც ე.წ. ტიტუშკა და არა პოლიციის თანამშრომელი - ამის შესახებ სასამართლო სხდომის შემდეგ საბა სხვიტარიძის ადვოკატმა განაცხადა.

ირაკლი ჩომახაშვილმის თქმით, მირიან ქავთარაძემ დღეს  ვერ იცნო საბა სხვიტარიძე  და მისი ჩვენება საფუძველია იმისა, რომ სასამართლომ გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოიტანოს

„დღეს მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული მირიან ქავთარაძე, რომელიც არის ოპერატიული სამმართველოს ერთ-ერთი უფროსი. მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ნამდვილად ის იყო, რომელიც იგინებოდა მოქალაქეების მიმართ, ნამდვილად მან დაიწყო კონფლიქტი. ცდილობდა, რომ „კაპიუშონი“ ისევ დაეფარებინა მოხდისას, რადგან არ უნდოდა გამჟღავნებულიყო. მან ვერ იცნო საბა სხვიტარიძე და არ დაასახელა, რომ საბა სხვიტარიძეს უთხრა, რომ იყვნენ პოლიციელები. ის ამბობდა, რომ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი, მაგრამ ჩვენ ყველა მტკიცებულება გვაქვს, რომ ამას არ ამბობს. იგი წინააღმდეგობაში მოვიდა ყველა სხვა მოწმესთან, თუმცაღა დაადასტურა, რომ გამოიყურებოდა და იქცეოდა როგორც ე.წ. ტიტუშკა და არა პოლიციის თანამშრომელი. უფრო მეტიც, ვიდეოჩანაწერზე მე ვანახე მისი თანამშრომლები და მან ვერ იცნო. თქვა, რომ სახეზე ვერ ვცნობ იმიტომ, რომ პირბადე უკეთიათ და კაპიუშონი“, - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები