მსახიობების სოლიდარობა დავით დოიაშვილს - კაბინეტში ჩაკეტილ თიკა რუხაძეს ხელოვანებისგან პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი იცავდა
დათო დოიაშვილის უკანონო გათავისუფლების შემდეგ მოქმედებაზე "ახალი თეატრის" დასი გადავიდა - ხელოვანები დღეს მსვლელობით მივიდნენ კულტურის სამინისტროსთან და თიკა რუხაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.
რუხაძემ მათთან გამოჩენა ვერ გაბედა. კაბინეტში ჩაკეტილ "ოცნების" მინისტრს დასის წევრებისგან პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი იცავდა.
თიკა რუხაძესთან შეხვედრა მისი სფეროს წარმომადგენლებთან ერთად სინდისის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის დედამაც ითხოვა, რომელიც არა თუ შეხვედრაზე, არამედ კანცელარიაშიც კი არ შეუშვეს.
თეატრში მხოლოდ დოისთან ერთად დავბრუნდებით - ამბობენ იმ დასის წევრები, ვინც რეჟიმის რეპრესიების მთავარი სამიზნე აღმოჩნდნენ. კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას უპრეცენდენტო სოლიდარობა მოყვა თეატრალურ სამყაროში. პროტესტია ოცნების მეხოტბე ხელოვანებშიც. დავით დოიაშვილის გათავისუფლებამ აალაპარაკა ის ხალხი, ვინც ამ დრომდე დუმდა.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.