მიჯრით სროლა, ჩხუბი და ცემა მარნეულში - რა მოხდა რესტორან თეთრ სახლში
ჩხუბი და სროლა მარნეულში - გომელაურის უწყება ამ დრომდე არ იწყებს გამოძიებას პოლიციელებისა და მერიის მაღალჩინოსნების მონაწილეობით ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე. "პირველების" ინფორმაციით, დაპირისპირება რესტორან თეთრ სახლში პოლიციელის დაბადების დღეზე დაიწყო. კადრებში მარნეულის მერიის და პოლიციის თანამშრომლები ჩანან, მამაკაცები ერთამენთს ფიზიკურად უსწორდებიან და მათ გაშველებას ცდილობენ. ვიდეომასალაში ჩანს რესტორნის სადგომზე გაჩერებული პოლიციის-10 მდე ავტომობილიც.
"პირველების" ინფორმაციით, რესტორან თეთრ სახლში პოლიცილები თანამშრომლის იუსუბ სარმამედოვის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ტორტის გაჭრის დროს პოლიციელებმა მეტი პომპეზურობისთვის იარაღით ჰაერში გაისროლეს. რასაც გვერდით სუფრაზე მჯდომი მერიის 3 თანამშრომლის პროტესტი მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის რიჩარდ გიგანის შვილმა პოლიცილებეს მიუთითა რომ შეეწყვტათ უმისამართო სროლა. პრეტენზიას ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა
"ტვ პირველის" ინფორმაციით, დაპირისპირების დროს რიჩარდ გიგანის შვილი დაშავდა. დღეს არც ერთი ნაცემი თანამშრომელი არც პოლიციაში და არც მერიაში არავის უმახავს.
ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ყველაფერი სინჯიკაშვილისა და ხარებას დაჯგუფებებს შორის არსებული კონფლიქტის გაგრძელებაა.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.