ჩიკვაიძის სკანდალური ჩვენება სასამართლო პროცესზე და დარბაზიდან გაძევებული პატიმარი ბიზნესმენი

მხილების მორიგი სერია პატიმარი ბიზნესმენისგან - გიორგი ჩიკვაიძე პროცესიდან გააძევეს, თუმცა ვიდრე დარბაზს დაატოვებინებდნენ, მთავარი სათქმელი მაინც თქვა. ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ მასთან საკანში ფსიქოლოგები კონკრეტული დავალებით შეაგზავნეს - ჩიკვაიძეს აქციების დაფინანსებაში ხელი ამერიკის საელჩოსთვის უნდა დაედო.
"30 ვერცხლად გაყიდული მონა, იუდა" - ამ სიტყვების შემდეგ მოსამართლემ გიორგი ჩიკვაიძე პროცესიდან გააძევა. დარბაზი დაატოვებინეს მსჯარდებულის დედასაც, რომელიც ვარაუდობს, რომ ციხეში მისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პატიმარი ბიზნესმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. ის დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება, ამიტომ პროცესზე ეტლით მიიყვანეს.
დეტალები ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.