"ოცნების" ახალი გადაწყვეტილება - სკოლებში მეორე ენად ჩინური შემოდის

მეორე ენად სკოლებში ჩინური შემოდის - ფრანგული, გერმანული, იტალიური ან ჩინური - ასეთი იქნება არჩევანი მოსწავლეებისთვის.
რატომ უნდა ისწავლონ ქართველმა მოსწავლეებმა ჩინური ევროპული ენების ნაცვლად - ამ კითხვაზე ივანიშვილის გუნდის წევრებს პასუხის გაცემა უჭირთ.
ალექსანდრე წულაძემ, რომელიც ოცნებამ მინისტრად დანიშნა, დახურულ შეხვედრაზე წარადგინა ახალი ხედვა. სწორედ აქ გაირკვა, რომ სკოლებში ჩინური ენის სწავლება იწყება და ენის შემსწავლელი რესურსები უნდა განვითარდეს. განათლების ექსპერტებს უკვირთ, როცა სისტემას ამდენი გამოწვევა აქვს, სახელმწიფო მოშიმშილე ბავშვების კვებას ვერ აფინანსებს სკოლებში, როგორ იქცა ჩინური ენა პრიორიტეტად და თითქოს ახალი ხედვის ერთადერთ სიახლედ.
„ოცნება“ ქვეყნის მომავალს ავტორიტარულ, ერთპარტიულ, კომუნისტური მმრთველობის სამყაროს წიაღში ხედავს" - ასეთია ექსპერტების შეფასება.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში