არ შეიძლება ქართული თეატრის მომავლის ასე ნაჯახით ჩეხვა-ლევან წულაძე
რეჟისორი, ლევან წულაძე ამბობს, რომ დოის გათავისუფლებაში ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ მსგავსი საშინელებები აღარავის უკვირს.
წულაძე მიიჩნევს, რომ “საუკეთესო რეჟისორის ამ პროცესიდან გამოთიშვა, დანაშაულს ნიშნავს.“
“დოის შემთხვევა უგუნურება და დანაშაულია, ქართული თეატრის წინაშე“,- თქვა მან გადაცემა “რეაქციაში“.
ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ჩვენ ეს საშინელი ამბები აღარ გვიკვირს. აღშოთებულები ვართ, მაგრამ აღარ გვიკვირს, იმიტომ რომ ეს დიდი ხანია ჩვენ ქვეყანში მიმდინარეობს. დოის შემთხვევა უგუნურება და დანაშაულია, ქართული თეატრის წინაშე. საუკეთესო რეჟისორის ამ პროცესიდან გამოთიშვა, დანაშაულს ნიშნავს.
თეატრი დაკარგავს გაცილებით მეტს, ერთ წელს, თუ მეტს არა. რადგან ახალმა უნდა დაიწყოს ყველაფერი თავიდან. ეს არ არის სწორი, არ შეიძლება ქართული თეატრის მომავლის ასე ნაჯახით ჩეხვა,- განაცხადა წულაძემ.
მისი თქმით, ახლა ყველაზე მძიმე დღე დადგა.
ყველაზე მძიმე პერიოდი დადგა, ყველა ჩვენთაგანისთვის, რადგან არ ვიცით, რა გველოდება, გაცილებით გასაგები იყო პირველი დღეები. დამაიმედებელს ვერაფერს გეტყვით“,- დასძინა მან.
- ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
დოიაშვილი და მთელი მისი დასი რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად აქციებს თვეებია მართავს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.