“ოცნება“ გადაიქცა ავტორიტარულ რეჟიმად, ბევრი ადამიანის დაშინება ხორციელდება დათო დოიაშვილის დასჯით-დათა თავაძე
“ქართული ოცნება“ აბსოლუტურად დაუფარავად და უბოდიშოდ გადაიქცა ავტორიტარულ რეჟიმად და სპობს ნებისმიერ გამოვლინებას დამოუკიდებლობისა, ჩვენ საზოგადოებაში,- ამის შესახებ რეჟისრომა, დათა თავაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “სახელმწიფო დათო დოიაშვილზე თავდასხმით, თავს ესხმის ნებისმიერ ადამიანს, რომელმაც შესაძლოა, მამაცად ამოიღოს ხმა ნებისმიერი უსამართლობის წინააღმდეგ.“
რას ბედავს სახელმწიფო დღეს და რას ითმენს ასევე, რამდენად შეუძლია, რომ მოითმინოს თავისუფლება. დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ არის ის, რომ მისი მოთმინების ფიალა ძალიან მალე იწურება, რადგან “ქართული ოცნება“ აბსოლუტურად დაუფარავად და უბოდიშოდ გადაიქცა ავტორიტარულ რეჟიმად და სპობს ნებისმიერ გამოვლინებას დამოუკიდებლობისა, ჩვენ საზოგადოებაში. რა საკვირველია, დათო დოიაშვილზე თავდასხმით, თავს ესხმის ნებისმიერ ადამიანს, რომელმაც შესაძლოა, მამაცად ამოიღოს ხმა ნებისმიერი უსამართლობის წინააღმდეგ. ამ დრამატურგიულ სტრუქტურას, მოდელს გვთავაზობს, რომ თუ შენ ხმას ამოიღებ, აუცილებლად დაისჯები, ამიტომ, ძალიან ბევრი ადამიანის შეშინება ხორციელდება ამ წუთას დათო დოიაშვილის დასჯით,- ამბობს თავაძე.
- ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
დოიაშვილი და მთელი მისი დასი რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად აქციებს თვეებია მართავს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.