“ადამიანებს აქრობენ, რადგან მათ ადამიანები არ სჭირდებათ, მათ სჭირდებათ ნივთები, უსულო საგნები“-ნანა ბუთხუზი

17.04.25 22:10
“ადამიანებს აქრობენ, რადგან მათ ადამიანები არ სჭირდებათ, მათ სჭირდებათ ნივთები, უსულო საგნები“-ნანა ბუთხუზი

რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, აღარ იქნება ყველაფერი ისე, როგორც იყო,- ამის შესახებ მსახიობმა ნანა ბუთხუზმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ბუთხუზის თქმით, “ადამიანებს აქრობენ, რადგან ადამიანები არ სჭირდებათ, სჭირდებათ ნივთები, უსულო საგნები.“

“ჩვენ იმიტომ ვისჯებით, რომ ცოცხლები ვართ“, - ამბობს ხელოვანი.

რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, აღარ იქნება ყველაფერი ისე, როგორც იყო,არ იქნება, მოდი, ვაღიაროთ, იმიტომ კი არა, რომ დოი გაუშვეს, იმიტომ, რომ მოხდა ის, რაც მოხდა, უდანაშულო ადამიანები დაგვიხოცეს, დაგვიჭრეს, გვიწამეს, დაგვიყადაღეს, გააქრეს. ადამიანებს აქრობენ, ადამიანები არ სჭირდებათ, სჭირდებათ ნივთები, უსულო საგნები უნდათ ამათ.

ჩვენ იმიტომ ვისჯებით, რომ ცოცხლები ვართ და რატო ხარ ცოცხალი? ჩვენ ვართ ცოცხლები, დამოუკიდებლები, თავისუფლები და დიახ, პოლიტიკურები. ეგრეა. თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ლიკვიდაცია არის დანაშაული, კატასტროფაა ქვეყნისთვის. ჩვენ თავისუფლები ვიყავით, ვართ და მომავალში კიდევ უფრო ბევრად თავისუფლები ვიქნებით, მიუხედავად იმის, რომ დაჭრილები ვართ დღეს. უფრო ძლიერები ვიქნებით და თავისუფლები, რადგან დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მივცურავთ. ჩვენ მკვდარი თევზები არ ვართ და ვერ მოგვკლავენ, გამორიცხულია, ჩვენი დამარცხება შეუძლებელია, რადგან ჩვენ რომ ვკვდებით, უფრო ცოცხლები ვხდებით. დოი კი არ გაათავისუფლეს, ის მოხსნეს, დასაჯეს, დაგვსაჯეს ჩვენ იმისთვის, რომ ვლაპარაკობთ სიმართლეს, რომ სოლიდარულები ვართ, იმისთვის რომ გვტკივა“, - განაცხადა ნანა ბუთხუზმა.