მთელი უბედურება ისაა, გუშინ დოიმ ფეისბუქით გაიგო, რომ მისმა მეგობარმა გაათავისუფლა-დავით გერსამია

17.04.25 22:28
მთელი უბედურება ისაა, გუშინ დოიმ ფეისბუქით გაიგო, რომ მისმა მეგობარმა გაათავისუფლა-დავით გერსამია

მთელი უბედურება ისაა, რომ გუშინ დოიმ ეს ყველაფერი ფეისბუქით გაიგო, რომ გაათავისუფლა მისმა მეგობარმა, - ამის შესახებ რეჟისრომა დავით გერსამიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

რეჟისორს არ უნდა დაიჯეროს, ამ ყველაფრის უკან თიკა რუხაძის დგომა და ვარაუდობს, რომ მას ეს “გადაწყვეტილება მიაღებინეს“.

გერსამია სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს მიმართავს და ამბობს, რომ “მიუხედავად იმის, რომ დოის ბევრი დაუდგა გვერდში, ვიღაც-ვიღაცები მაინც დააკლდა“

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ თიკას, დოის და ჩემი ურთიერთობა ძალიან ბევრ წელს ითვლის. ახალი თეატრში, როცა დოი დაინიშნა, თიკაც დაინიშნა ამ თეატრის დირექტორად. თიკა, დოი და ნიკა ერთად მივიდნენ. მან ზუსტად იცის, როგორ აგურ-აგურ აშენა ეს სივრცე და ეს დასი. მთელი უბედურება ისაა, რომ გუშინ დოიმ ეს ყველაფერი ფეისბუქით გაიგო, რომ გაათავისუფლა მისმა მეგობარმა. შემდეგ შეამოწმა იმეილი, სადც იყო მოსული ბრძანება, მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს არის თიკას გადაწყვეტილება, მას ეს მიაღებინეს. 

მინდა, მივმართო სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, იცით, რა არის მეგობრებო, გუშინ ბევრი ხალხი იყო დოის გვერდით, მაგრამ ვიღაც-ვიღაცები დამაკლდნენ, არ დავსახელებ სახელებს და გვარებს, მაგრამ უბედურება იცით რა არის?-როცა სოლიდარობის გამოხატვის გეშინიათ, იმიტომ რომ 1000 და 2000-ლარიანი ჰონორარები შეიძლება დაკარგოთ, რაღაც გაუგონარ სამთავრობო ღონისძიებებზე სიმღერით და კონცერტების  წაყვანით,- ამბობს რეჟისორი. 

გერსამიას თქმით, რეჟიმი მსახიობებს იმიტომ ერჩის, რომ მათ პოპულარული ადამიანები არ სჭირდებათ. 

მათ უნდათ, მათ გვერდით იყოს კოლექტიური ელისო ბოლქვაძე, რომელიც ვერასოდეს გახდება მარტა არგერახა“,- დასძინა მან.