ტოტალიტარიზმის თავისებურებაა, რომ მოკლას თავისუფალი აზრი და თავისუფალი ადამიანების ხმა ჩაახშოს-ნანა ექვთიმიშვილი

17.04.25 22:49
ტოტალიტარიზმის თავისებურებაა, რომ მოკლას თავისუფალი აზრი და თავისუფალი ადამიანების ხმა ჩაახშოს-ნანა ექვთიმიშვილი

ეს არ არის მხოლოდ ივანიშვილის იდეა, ეს არის ტოტალიტარიზმის თავისებურება და თვისება, რომ უნდა მოკლას თავისუფალი აზრი და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების ხმა უნდა ჩაახშოს, რადგან შემდეგ ის ტალღისებურად ვრცელდება ყველაზე,- ამის შესახებ კინორეჟისორმა, ნანა ექვთიმიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “საქმე გვაქვს რუსულ მთავრობასთან, რუსეთთან და აღარ უნდა მოველოდეთ, რომ ისინი ადამიანურად მოგვექცევიან, გაგვიგებენ, ვინმეს დაინდობენ.“

“უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს წინაშეა რუსეთი და საქართველოს ებრძვის“,- ამბობს კინორეჟისორი.

ჩვენ უკვე გავცდით იმ თემას, რომ კულტურაში არის რეპრესიები. ამას უნდა მოვაყოლოთ დიდი სიმართლე, თუ რა საქართველოში ვსხედვართ დღეს, რა არის ჩვენს გარეთ, აქედან როცა გავდივართ. ჯერ კიდევ რუსული კანონი არ იყო მიღებული, როდესაც კინომატოგრაფისტთა უდიდესმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა წულიკიანის სამინსიტროს, კინოცენტრს და ჩვენთვის შეუძლებელი გაცხადა მათთან თანამშრომლობა, ეს უკვე იყო ჩანასახი თავისუფალი აზრის მოკვლის და ჩახშობის. დღეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ დოიში არ არის საქმე, ეს ეხებათ იმ სტუდენტებსაც კი, ვინც დღეს თეტრალურში სწავლობენ.

ჩვენ გვაქვს საქმე რუსულ მთავრობასთან, რუსეთთან, აღარ უნდა მოველოდეთ რომ ისინი ადამიანურად მოგვექცევიან, გაგვიგებენ, ვინმეს დაინდობენ. რუსი ცივსიხლიანი მთავრობა, ჩექმით რომ მოდის და გცელავს და რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ სამართალი მოხდება. რატომ გვიკვირს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს წინაშეა რუსეთი და საქართველოს ებრძვის, უნდა გავიმეროთ მუდამ, ეს ყველაფერი ემსახურება ღალატის პოლიტიკას, ჩვენს წინ დგანან ხიშტიანი რუსები და ჩვენ ერთმანეთს უნდა ავუხსნათ, ვის ვებრძვით.

აბსოლუტური ბოიკოტი, რადგან მათთან თანამშრომლობა, მეგობრის დაძახება არ შეიძლება,- განაცხადა ექვთიმიშვილმა.