დღეს კარგი ქართველი, ვისაც თავისი აზრი გააჩნია, უნდა იჯდეს ციხეში-კოტე ყუბანეიშვილი
პოეტი კოტა ყუბანეიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა თავზე გვექცევა და დღეს, თუ ვინმეს საკუთარი აზრი გააჩნია და კარგი ქართველია, ყველა ციხეში ზის.
როგორც ყუბანეიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “საქართველო გადაიქცა “ეფესბეს“ თუ “გრუს“ საგულაოდ და ამაზე კაციშვილი ხმას არ იღებს.“
დღეს კარგი ქართველი, ვისაც თავისი აზრი გააჩნია, უნდა იჯდეს ციხეში. მაინტერესებს, რამდენი შეიძლება ვითმინოთ, დავუშავთ ერთიდაიგივე შეცდომა. რაღაცის წაწევა თუ გინდა წინ, უნდა მივაწვეთ წინ, შეიძლება სხვადასხვა მხირდან ვაწვებოდეთ და ერთმანეთს ვჭყლეტდეთ? მერამდენედ ვუყურებთ ამას.
იქით რუსები, აქეთ ისენი და შუაში ყვითელი ავტობუსები, სადაც გვსვაემნ, გვცემენ, ფოტოებს გვიღებენ და თავიანთ უფროსებს უგზავნიან. საქართველო გადაიქცა “ეფესბეს“ თუ “გრუს“ საგულაოდ და ამაზე კაციშვილი ხმას არ იღებს. ერთმანეთს ვებრძვით, ვჩივივართ, როდემდე გაგრძელდება ეს ამბავი, დაგვექცა ყველაფერი თავზე,- აცხადებს ყუბანეიშვილი.