პროპაგანდას ჭამენ ადამიანები, რომლებსაც უნდა და სჭირდებათ, რომ ჭამონ-გიორგი თავართქილაძე
პროპაგანდას ჭამენ ადამიანები, რომლებსაც უნდა და სჭირდებათ, რომ ჭამონ, - ამის შესახებ რეჟისორმა, გიორგი თავართქილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროპაგანდას ჭამენ ადამიანები, რომლებსაც უნდა და სჭირდებათ, რომ ჭამონ.
არიან ადამიანები, რომლებსაც უნდა, რომ გაამართლონ თავიანთი სისუსტე, სიმცირე, რომლებიც ამბობენ “სისხლიანი 9 წელი,“ ჩვენ ამას არ დავუშვებთ და დღეს უყურებენ უფრო დიდ უბედურებას. როდესაც ხილულად, ცხადად უყურებ, რომ რუსთაველის გამზირზე პოლიციელები თავში წიხლებს უშენენ ახალგაზრდა ბიჭებს და გოგონებს და შენ ამბობ, რომ “მე 7 ნოემბერს აღარ დავუშვებ“, უკვე რაღაც პრობლემაა.
როდესაც თეატრის წარმომადგენლები გაიფიცნენ, ვიფიქრე მაშინ, რომ გვეშევლა, რადგან იყო რაღაც უპრეცედენტო, ის, რაც დააბნევდა რეჟიმს და დააბნია კიდევაც და აკეთებს დღემდე იმას, რასაც აკეთებს. მაგრამ სამწუხაროდ, ხალხმა მათი გაფიცვის პოსტები აშეარა და ამით დასრულდა.
საპატიმროში ადამიანები უკანონოდ იხდიან სასჯელს, სახელმწიფო არის მორღვეული და ეს ყველაფერი უნდა გავაჩეროთ. არ გვყავს ლიდერი, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ, ნუ დაველოდებით ლიდერის გამოჩენას, ჩვენ ხომ ვიცით რა არის გასაკეთებელი. არჩევნები გამოსავალი კი არა საშუალებაა, რომ დავუბრუნდეთ წესიერ, დემოკრატულ წყობას. ამ არჩევნებს „ოცნება“ ვერ ჩაგვიტარებს, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ე.წ. ხელისუფლების გადადგომა და დროებითმა ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს არჩევნები“, -განაცხადა თავართქილაძემ.