ერთი დაღუპული და ცეცხლის ალში გახვეული სააღდგომო პასკები - რუსებმა სუმში საწარმო დრონებით დაბომბეს
ცეცხლის ალში გახვეული სააღდგომო პასკები - რუსებმა გამთენიისას უკრაინას შეუტიეს და სუმში საწარმო დრონებით დაბომბეს. დაიღუპა ერთი ადამიანი.
პირველი ცნობა სუმის ერთ-ერთ საწარმოზე დრონებით შეტევის შესახებ მერის მოვალეობის შემსრულებელმა არტიომ კობზარმა გაავრცელა.
დილის ათის ნახევრისთვის სუმის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილო მელნიკმა სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ დარტყმა იყო საკონდიტრო საამქროზე, სადაც სააღდგომო პასკებს აცხობდნენ.