ვინ შეცვლის დათო დოიაშვილს- რა მოლოდინი აქვთ ხელოვანებს

კულტურის სამინისტროს დავით დოიაშვილის შემცვლელი ამ დრომდე არ წარუდგენია. “ოცნების“ მინისტრს, თიკა რუხაძეს, მისი ადგილმონაცვლე არც კი დაუსახელებია.
საინტერესოა, თეატრალების პროტესტის ფონზე, დოიაშვილის კაბინეტში შესვლაზე ვინ დათანხმდება.
ხელოვანებს აქვთ ვარაუდი, რომ შესაძლოა, ახალი თეატრი ისეთ პიროვნებას ჩააბაროს რეჟიმმა, რომელიც ხელოვნებასთან შემხებლობაში საერთოდ არ არის.
ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს დოი ქოცხროვიდან და არავინ. გამორიცხულია, რადგან დღეს ვინც “ქართულ ოცნებას“ რუსულ რეჟიმს უჭერს მხარს ის ვერ იქნება ხელოვანი, ის შეიძლება იყოს ხელოსანი, რადგან ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემადგენელი, ეს არის თავისუფალი აზრი, თუ არ არის თავისუფალი აზრი, აღარ არის ხელოვნება და იმ ადამიანს, აღარ ჰქვია ხელოვანი. ხელოსნები ბევრი ჰყავთ და სავარაუდოდ, მორიგ ხელოსანს ვიხილავთ, კიდევ ბევრ ხელოსანს ვიხილავთ სხვადასხვა დაწესებულებებში, ჩვენ ამისთვის ვართ მზად, იმიტომ რომ კონსოლიდირებულია უკვე ივანიშვილის დიქტატურა და ეს სიმახინჯე არის ცხადი,- ამბობს რეჟისორი, გიორგი თავართქილაძე.
რაც შეეხება თავად დათო დოიაშვილს-ის მხოლოდ დასზე და მათ გადაწყვეტილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ როგორც ისინი არ უშვებენ მას, ვერც თავად გაუშვებს დასს.
ჩემი დასი ჩემი სისხლი და ხორცია, ჩემი ნაწილი და მესმის, რომ არ მიშვებენ და მეც მათ ვერ გავუშვებ, თუმცა ახლა ამ თემებზე მნიშვნელოვანი თემა გვაქვს წინ: მთავარია პოლიტპატიმრები გამოუშვან“, - ამბობს ის.
- ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან 16 აპრილს გაათავისუფლეს.
დოიაშვილი და მთელი მისი დასი რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად აქციებს თვეებია მართავს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.