ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა

18.04.25 13:32
ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა.

განახლებული ინფორმაცია ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა ტელეგრამ-არხით გაავრცელა. ამ დროისთვის დადასტურებულია ერთი ადამიანის სიკვდილი.

ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხარკოვს „ისკანდერის“ ტიპის სამი რაკეტით, 18 აპრილს, დაახლოებით 05:10 საათისთვის დაარტყეს.

ხარკოვის ოსნოვიანსკის რაიონში დაზიანებულია რამდენიმე ათეული სახლი და საწარმო.

მსგავსი სიახლეები