აღდგომის ღამე რუსთაველზე - ციხიდან დაანონსებულ აქციას სინდისის პატიმრების მშობლები უერთდებიან

18.04.25 17:23
აღდგომის ღამე რუსთაველზე - ციხიდან დაანონსებულ აქციას სინდისის პატიმრების მშობლები უერთდებიან

მზადება 19 აპრილისთვის -  პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების ნაცვლად დედაქაალქის მტავარ გამზირზე მათი მშობლები იდგებიან. სინდისის პატიმრის ოჯახის წევრები აღდგომის ღამეს სტუდენტებთან ერთად რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან.

მოთხოვნები და მიზნები უცვლელია - ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები არ გათავისუფლდებიან და ახალი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.

საპროტესტო აქცია, ზვიად ცეცხლაძის დაანონსებულია. სინდისის პატიმრის დედის, ნარგიზ დავითაძის თქმით, "ქვეყანა გადაჩეხის პირას არის და ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ".

მოქალაქეები, სტუდენტები განსაკუთრებით არის ქვეყნის ხერხემალი. ჩვენი ქვეყანა გადაჩეხის პირას არის და უნდა გადავარჩინოთ. აუცილებელია, სტუდენტების მშობლების გამოსვლა, ვინც არსებობს ამ ქვეყანაზე ჯანსაღი აზროვნების და ვისაც უკვე ეჭვი ეპარება, ნეტავ ხომ არ ვცდებოდითო აქამდე, გამოდით ნუღარ ფიქრობთ. ქვეყანა ერთად გადავარჩინოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა.

ოთხ კედელში გამოკეტილი ახალგაზრდების მშობლები ყველა მოქალაქეს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ.

მოვუწოდებ სულ ყველას ხვალ, რომ იდგენენ ჩვენს გვერდით. ახლა თუ ყველა ერთად არ დავდექით და ამ გადამწყვეტ გზაზე თუ არ მივალთ ჩვენი შვილები, როგორც არიან 4 კედელში ისე აღმოჩნდება ყველას შვილი. ისეთი მდგომარეობაა საქართველოში, რომ სახლში არავინ არ უნდა დაჯდეს ყველა გარეთ უნდა გამოვიდეს და რაც სათქმელია ხმამაღლა უნდა თქვას ყველამ ", - ამბობს გიორგი მინდაძის დედა.

"ხვალ, უნდა შევიკრიბოთ, რომ გადავარჩინოთ საქართველო ამ ჭორვილელი ვირთხისგან", - ამბობს სინდისის პატიმრის თორნიკე გოშაძის დედა, რომელიც ხვალ რუსთველის გამზირზე იდგება.

საზოგადოებას მოვუწოდებ, აუცილებლად გამოვიდნენ ხვალ, არამარტო იმიტომ რომ აღდგომის ღამეა და აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ ქაშვეთთან. არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა გადაიჩეხა უფსკრულში უკვე და საქართველოსთვის უნდა შევიკრიბოთ, რომ გადავარჩინოთ საქართველო ამ ჭორვილელი ვირთხისგან", - ამბობს მარიზი კობახიძე.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს რუსთველზე სტუდენტები,  კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანები, მესამე სექტორის წარმომდგენლები და  ევროპული მომავლის მცველი ახალგაზრდები ერთად შეხვდებიან. შეკრება ქაშუეთის ტაძართან ხვალ, 19 აპრილს, 19:00 საათიდან დაიწყება.

მოქალაქეები რუსთველიდან მსვლელობით გმირთა მოედანზე გაემართებიან, სადაც გასული წლის მსგავსად ქვეყნის წინაშე ფიცს მეორედ დადებენ. საბოლოო შეკრების ადგილი რუსთველის გამზირი იქნება, სადაც მოქალაქეები  აღდგომის დღესასწაულს  ერთად შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები