აღდგომის ღამე რუსთაველზე - მოქალაქეები დიდი შეკრებისთვის ემზადებიან

18.04.25 20:29
აღდგომის ღამე რუსთაველზე - მოქალაქეები დიდი შეკრებისთვის ემზადებიან

შაბათს საღამოს 7 საათიდან შეკრების ადგილი საქართველოს პარლამენტი იქნება, საიდანაც მსვლელობით სტუდენტები გმირთა მემორიალთან გადაინაცვლებენ. 19 აპრილი საქართველოს ევროპული მომავლისათვის მებრძოლ ხალხს ისევ გააერთიანებს. ახალგაზრდები 1 წლის წინ დადებული ფიცის კვალდაკვალ კვლავ შეიკრიბებიან და იტყვიან, რომ მათი ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ უკომპრომისო იქნება. 

ხვალ აქციაზე შეკრებულები რუსთაველზე დარჩებიან, აღდგომის დღესასწაულს ერთად შეხვდებიან. ასე მოხდა შარშანაც, როდესაც ქაშუეთის ტაძრის წინ შეკრებილი ხალხი აღდგომას ერთად შეხვდა. "თუ საქართველოს გადასარჩენად დღეს არ ვიბრძოლებთ, ხვალ უკვე ძალიან გვიანი იქნება" - ეს იმ სტუდენტების პოზიციაა, რომლებმაც 1 წლის წინ თანამებრძოლებსა და საქართველოს შეჰფიცეს, რომ ქვეყნის მომავალსა და ღირსებას ყველაფრის ფასად დაიცავდნენ. 

ტირანიისა და დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში სტუდენტებს მარტო არ ტოვებს კულტურის სფერო. ხელოვანები, ადამიანები, რომლებიც რეჟიმის რეპრესიულ ხასიათს კარგად იცნობენ, ერთიანობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.