ვინ შეცვლის დოიაშვილს?
"ქართულ ოცნებას" ახალ თეატრში ხელმძღვანელად მისვლაზე უარს მისი ერთგული მხარდამჭერებიც ეუბნებიან. დავით ოქიტაშვილი, რომლის გვარიც დოიაშვილის შემცვლელად გაჟღერდა, ამბობს, რომ არაფრის ფასად თეატრში სამუშაოდ არ მივა. უკვე მეორე დღეა რეპრესიების შედეგად გათავისუფლებული ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღველის პოსტი ვაკანტურია, თუმცა კულტურის მინისტრი შემცვლელს ვერ პულობს.
ერთ-ერთი ვერსიით, თიკა რუხაძე ახალი თეატრის დირექტორად ეროვნული სასახლის დირექტორს განიხილავდა. ნინო ყიფიანი რუხაძემ მინისტრად დანიშვნის შემდეგ მის ადგილას დატოვა, თუმცა ასეთი ვნებათაღელვის დროს ყველა უარზეა, მივიდეს თეატრში, სადაც იცის, რომ მსახიობები დიდი ამბოხებით დახვდებიან.
ვიდრე რეჟიმი კრიზისშია, ბრძოლის შეწყვეტას ხელოვანები არ აპირებენ. ბრძოლას არ წყვეტს არც დავით დოიაშვილ , რომელიც რეჟიმის რეპრესიების მსხვერლი გახდა.
დავით დოიაშვილი ახალი თეატრის დასის მარტო დატოვებას არ აპირებს. ოლიგარქიც დამორჩილებული კულტურის არალეგიტიმური მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ რეჟისორი ამბობს, რომ პროცესების ასე განვითარებას ელოდა, თუმცა დარწმუნებულია, რომ თიკა რუხაძისთვის მისი გაშვების ბრძანებაზე ხელის მოწერა სიკვდილის ტოლფასი იყო.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.