ვის რისთვის სჭირდება არალეგიტიმური მანდატი?

როგორ შევავსოთ პარტიის ყულაბა საკუთარ ჯიბესთან ერთად? ამ კითხვაზე ყველაზე მკაფიო პასუხი არალეგიტიმურ პარლამენტში მსხდომ მილიონერებს უნდა ჰქონდეთ. მაგალითად, გიორგი ჭყონიას, რომლის კომპანიამაც ოქტომრბის არჩევნების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 44 მილიონის ხელშეკრულებები მიიღო. ის აჭარის მინი-ოლიგარქია. კომპანია „გზა“-ს, ფაქტობრივად, მთელი აჭარის მასშტაბით ინფრასტრუქტურა აქვს მიბარებული.
"ოცნებამ" ოქტომბრის არჩევნებზე ისედაც "ოცნების" კარის ბიზნესმენი უკვე ოფიციალურად ჩასვა სიაში. გია ჭყონიამ ადგილი სხდომათა დარბაზში მდუმარე მილიონრების გვერდით დაიკავა.
კორუფციის მკვლევარები ფიქრობენ, რომ გიორგი ჭყონია ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს, საკუთარ ბიზნესს მარტივად გადაეფარება და თან არც ოლიგარქის პარტიას დააკლებს ფულს.
გიორგი ჭყონია ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისთვის მაშველი რგოლია ხოლმე, ოლიგარქის ხეების ტარების გამოცდილებაც აქვს და მისი უკანონო მშენებლობის სასწრაფო წესით გადაბარებისაც, როგორც ორბელიანის მოედანზე საყვავილეს შემთხვევაში მოხდა. ჭყონიას "ოცნების" რეჟიმისთვის თითქმის 460 ათასი ლარი აქვს შეწირული, მის ბიზნესპარტნიორებს კიდევ ერთი ამდენი. ჭყონია, მდიდრდება და არც პარტიის ყულაბა რჩება ცარიელი.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.