მუქარა სამსახურიდან გაშვებით - საზმაუს 3 თანამშრომელს გაფრთხილება მისცეს

18.04.25 20:46
მუქარა სამსახურიდან გაშვებით - საზმაუს 3 თანამშრომელს გაფრთხილება მისცეს

არასასურველი ინტერვიუს გამო შესაძლოა, თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემა "რეალური სივრცის" რედაქტორი  ხუტა კვინიკაძე სამსახურიდან გაუშვას. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა სამ თანამშრომელს საყვედურის წერილი გაუგზავნა, თუკი ისინი პირველი არხის დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ, მაშინ ყველანი სამსახურიდან გათავისუფლდებიან. არადა, პროტესტში მყოფი ადამიანების მთავარი მოთხოვნაა, ხალხის ფულით დაფინანსებული არხი ხალხს ემსახურებოდეს და არა მთავრობას. 

პირველი არხის კიდევ ერთ თანამშრომელს, თამარ ჭინჭარაულს "ტვ პირველის" ეთერში ყოფნა არ აპატიეს. ჭინჭარაული არხიდან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობდა. ამ ფაქტებზე საჯაროდ საუბარი ბერძენიშვილმა არხის რეპუტაციის დაზიანებად მიიჩნია და საყვედურმაც არ დააყოვნა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უკვე გათავისუფლებული თანამშრომლები ახლა სასამართლოში დავას აპირებენ. ვასილ ივანოვ ჩიქოვანს და ნინო ზაუტაშვილს არხის მენეჯმენტის მხილება არ აპატიეს. არ აპატიეს საჯაროდ თქმა, რომ საზოადოებრივმა არხმა არ უნდა დამალოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და სათანადოდ გააშუქოს. 

რცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.