19 აპრილს, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი საპროტესტო აქციების განრიგი ცნობილია
საქართველოში პროტესტის 143-ე დღეა - ცნობილია თბილისსა და რეგიონებში დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციების განრიგი.
თბილისი:
- 19:00 საათი, პროტესტი რუსთაველთან
- 19:00 საათზე მოქალაქეები საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბებიან და პარლამენტამდე მსვლელობით გადაინაცვლებენ
- 23:00 საათზე გაერთიანებული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე აღდგომას ერთად შეხვდებიან.
გორი:
- 17:00 საათზე, საკრებულოს წინ აქცია გაიმართება ლოზუნგით - „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“
ახალციხე:
- 18:00 საათზე აქცია გაიმართება შოთა რუსთაველის ძეგლთან
ბათუმი:
- 19:00 საათზე, აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაიმართება ლოზუნგით - „სამშობლოს სამსახურში!“
ზუგდიდი:
- სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 19:00 საათზე აქცია გაიმართება სახელწოდებით - „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“
თელავი:
- მერიის წინ აქციაა დაგეგმილია 19:00 საათზე
ქუთაისი:
- მერიის წინ მოქალაქეები 19:00 საათზე შეიკრიბებიან, ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსეთს“
ჩხოროწყუ:
- მერიის წინ აქცია 20:00 საათზე გაიმართება სახელწოდებით - „გაბედე პროტესტი ყოველდღე“