ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა საქართველოში - შუქი თბილისსა და რეგიონების ნაწილს არ მიეწოდება

ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა საქართველოში - შუქი თბილისსა და რეგიონების ნაწილს არ მიეწოდება.
ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიის შედეგად, ელექტროგადამცემი ხაზი "კავკასიონი" გაითიშა. "საქართველოს ელექტროსისტემაში" ამბობენ, რომ ჯერჯერობით ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
"საქართველოს ელექტროსისტემაში" ცნობით, მათი მხრიდან გამანაწილებელი კომპანიებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ელექტრომომარაგება ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად აღდგება.
"პირველებს" აწვდიან ინფორმაციას, რომ გარესამყაროს აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის გარკვეული სოფლები მოწყდა.
ასევე ცნობილი ხდება ისიც, რომ თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა გაჩერებულია.