აღდგომა დევნილებისთვის - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქართველები წინაპრების საფლავზე გასვლას ვერ ახერხებენ

19.04.25 11:47
აღდგომა დევნილებისთვის - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქართველები წინაპრების საფლავზე გასვლას ვერ ახერხებენ

აღდგომა დევნილებისთვის - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქართველები, რომლებმაც რუსული სისასტიკე და ოკუპაცია საკუთარ თავზე გამოსცადეს, 17 წელია საკუთარი წინაპრების საფლავზე გასვლას ვერ ახერხებენ.

გორის დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ასობით ადამიანი ამ დრომდე უიმედოდ ელოდება მომენტს, როცა ნებას დართავენ რამდენიმე საათით შეძლონ წინაპრების საფლავების მონახულება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის მოყოლილი. 

დატოვებული გვყავს. დედაც იქ მიმარხია და მამაც იქ მიმარხია. 17 წელია დანახულიც არ მაქვს ჩემი სახლი არის იქ, თუ არ არის. სულ მინგრეულ-მონგრეულია ყველაფერი", - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.  

ძნელია საფლავზე რომ ვერ მიდიხარ. არ ვიცი საფლავები როგორ არის, რანაირად არის. ბალახისგან, რომ იქნება შეჭმული ეგ ვიცით", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

მსგავსი სიახლეები