ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის გამო, მეტროს პირველი ხაზი გაჩერდა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა გაჩერებულია - ამის შესახებ "პირველებს" მგზავრები აწვდიან ინფორმაციას.
სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მიზეზი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვაა. მათივე ცნობით, ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენისთანავე მეტრო გააგრძელებს მუშაობას.
ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს. ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენისთანავე მეტრო გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, რამდენიმე საათია თბილისსა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
შესაბამის სამსახურებს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ იმის შესახებ, თუ რას უკავშირდება ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა.