საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით, "ენერგო-პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით, "ენერგო-პრო ჯორჯია" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
კომპანია წერს, რომ "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში ავარიას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად "საქართველოს რამდენიმე რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა მათი მიზეზით არ მომხდარა."
საქართველოს რამდენიმე რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიზეზით არ მომხდარა.
დღეს, დღის პირველ ნახევარში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ავარიას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა”,- ნათქვამია განცხადებაში.