თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა

19.04.25 12:40
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა.

თბილისის მეტროს პირველმა ხაზმა მგზავრთა მომსახურება განაახლა. შეგახსენებთ რომ ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ ემსახურებოდა მგზავრებს", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა - შუქი თბილისსა და რეგიონების ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება. ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიის შედეგად, ელექტროგადამცემი ხაზი "კავკასიონი" გაითიშა. "საქართველოს ელექტროსისტემაში" ამბობენ, რომ ჯერჯერობით ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

"საქართველოს ელექტროსისტემაში" ცნობით, მათი მხრიდან გამანაწილებელი კომპანიებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ელექტრომომარაგება ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად აღდგება.

ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ვერ ემსახურებოდა.

მსგავსი სიახლეები