მედია: ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში ცესკო $2.8 მილიონს ხარჯავს

19.04.25 14:30
მედია: ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში ცესკო $2.8 მილიონს ხარჯავს

"ბათუმელების" ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად 2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს.

საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების არსებული ბაზის შემოწმება უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, რადგან ამ მოცულობის სამუშაოების ჩასატარებლად ფიზიკურად აღარ არსებობს დრო წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ბიზნეს-პროცესებიდან გამომდინარე.

საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობები იმყოფებოდა დალუქულ მდგომარეობაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ და საარჩევნო ადმინისტრაციას არ გააჩნდა მათზე წვდომა, რათა დროულად დაეწყო საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების შემოწმება და არჩევნებისთვის მომზადება.

საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 8 აპრილის წერილით საარჩევნო ადმინისტრაციას მიეცა მუშაობის განახლების შესაძლებლობა და აღდგა წვდომა ელექტრონულ მოწყობილობებზე“ - აცხადებენ ცესკოში.

ცესკო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ ახალი/დამატებითი საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების მიღება და ტესტირება დაგეგმილია 2025 წლის ივლისში, ვინაიდან "მათი მიღება უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში მიზანშეუწონელია, რადგან მათი მომზადება მოითხოვს დიდ დროს, რისი შესაძლებლობაც შემდეგში აღარ არსებობს. ლოგისტიკის პროგრამის დანერგვა უნდა მოხდეს არჩევნებამდე გაცილებით ადრე, რადგან უნდა განხორციელდეს პერსონალის ტრენინგები, ხოლო შემდგომში საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების მოძრაობის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს აღნიშნული პროგრამის მეშვეობით".

შესყიდვების სააგენტოში გადაგზავნილი დოკუმენტების თანახმად, ცესკო სხვადასხვა მოწყობილობისა და მომსახურების შესყიდვას გეგმავს, მათ შორის არის:

  • ვერიფიკაციის აპარატი – 450 ცალი; თერმული ქაღალდი – 38 140 ცალი; უსაფრთხოების ლუქი – 19 370 ცალი; მეხსიერების ბარათი – 16 411 ცალი; როუტერი – 950 ცალი; ქსელის კაბელი – 4853 ცალი; ლიცენზია – 450 ცალი;
  • ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი – 450 ცალი; საარჩევნო ყუთი [თავსახურით] – 450 ცალი; მარკირების კალამი – 156 594 ცალი; SD ბარათი – 16 849 ცალი; უსაფრთხოებისთვის პლომბი/ლუქი – 80 373 ცალი; თერმული ქაღალდი – 9362 ცალი; უსაფრთხოების ბეჭედი/გასაღები – 3467 ცალი; მეხსიერების ბარათი – 5329 ცალი; ქსელის კაბელი – 3303 ცალი;
  • PCOS Ballot Box Lid – 100 ცალი; გასაწმენდი ფურცლები 1 / Cleaning sheets Level 1 – 33 932 ცალი; გასაწმენდი ფურცლები 2 / Cleaning sheets Level 2 – 33 932 ცალი; ლიცენზია – 450 ცალი;
  • მიმწოდებელი კომპანიის სერვისი/მომსახურება კერძოდ, ვენდორი კომპანიის წარმომადგენელთა ჩამოსვლა, ექსპერტთა მხარდაჭერა ადგილზე, ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების ტექნიკური შემოწმება, ხარვეზების აღმოფხვრა, საბოლოო ტესტირება და გამოსაყენებლად გამზადება.
  • პროგრამული უზრუნველყოფა – სმარტმატიკის ლოგისტიკის პროგრამა WPMS / Smartmatics Logistics Software WPMS and Helpdesk.

სტატია ვრცლად იხილეთ მოცემულ ბმულზე

მსგავსი სიახლეები